„რეგალექს ქონსალთინგი“ დაფუძნდა 2019 წელს და მას შემდეგ აქტიურად ეწევა იურიდიულ მომსახურებას. კომპანია დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური იურისტთა ჯგუფით, რომლებიც სპეციალიზდებიან, როგორც სამართლებრივი აუდიტის ასევე, კორპორაციული, სახელშეკრულებო და უძრავი ქონების სამართლებრივ მიმართულებებში.
გუნდის წევრების 10-ზე მეტწლიანი გამოცდილება, როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში, საშუალებას გვაძლევს სწორად გავაანალიზოთ სამართლებრივი რისკები, უზრუნველვყოთ კომპანიების საქმიანობის შესაბამისობა მოქმედ რეგულაციებთან/კანონმდებლობასთან და გავაძლიეროთ კომპანიის კორპორაციული მართვა.
სამართლებრივი აუდიტის მიმართულებით მრავალწლიანი გამოცდილება, გვაძლევს საშუალებას პარტნიორ კომპანიებს დავეხმაროთ სამართლებრივი რისკების დროულ იდენტიფიცირებასა და მათ მინიმიზებაში. კომპანიებს, ვთავაზობთ სრულფასოვან იურიდიულ მხარდაჭერას, რომელიც სრულად მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებზე და ეხმარება მათ სამართლებრივი გამოწვევების გადალახვაში.
სანდო პარტნიორობა საშუალებას გვაძლევს, გავზარდოთ სერვისების მასშტაბი და კომპანიებს შევთავაზოთ მაქსიმალურად მათზე მორგებული მომსახურება.
ჩვენი მიზანია, ვიყოთ საიმედო და სტრატეგიული პარტნიორები, უზრუნველვყოთ თქვენი სამართლებრივი უსაფრთხოება და შევიტანოთ წვლილი მათ წარმატებულ განვითარებაში.


ჩვენ შესახებ


სოფო მჭედლიშვილი
მმართველი პარტნიორი
გვანცა ჯანგავაძე
მმართველი პარტნიორი
ხევდვა
გავხდეთ სამართლებრივი სფეროს კონკურენტუნარიანი კომპანია რეგიონში. უზრუნველვყოთ იურიდიული მომსახურების ხელმისაწვდომობა მეტი ქართველი და უცხოელი იურიდიული თუ ფიზიკური პირებისთვის. სამართლიანობისადმი ჩვენი ერთგულებით და ინოვაციური სამართლებრივი გადაწყვეტილებებით, მოვახდინოთ ხანგრძლივი პოზიტიური გავლენა საზოგადოებაზე.
მისია
საზოგადოებას შევთავაზოთ სამართლებრივ სფეროში მრავალწლიან გამოცდილებაზე დაფუძნებული და თანამედროვე მიდგომებზე დამყარებული იურიდიული მომსახურება. ვიყოთ საიმედო და სტრატეგიული პარტნიორები, უზრუნველვყოთ ბიზნესის სამართლებრივი უსაფრთხოება და შევიტანოთ წვლილი მათ წარმატებულ განვითარებაში.
ღირებულებები
რეგალექს ქონსალთინგი საქმიანობას ახორციელებს ღირებულებებით, რომლებიც ეფუძნება გუნდური მუშაობის, ეთიკური და პასუხისმგებლიანი ქცევის, პროფესიონალიზმის, დარგისადმი ერთგულებისა და განვითარებისკენ მუდმივი სწრაფვის პრინციპებს.
info@regalex.ge
+995 595673167
© 2025. All rights reserved.
+995 555371113
წესები და პირობები
კონფიდენციალურობის პოლიტიკა

